დიდი დრო და ენერგია იხარჯება საგამოფენო-სავაჭრო სივრცეების მოწყობასა და სტენდების გამორჩეული ხელწერის შექმნაში იმისთვის, რომ ბრენდები ერთიან რუხ მასაში არ ჩაიკარგონ. სავაჭრო გამოფენები სავსეა თქვენი მსგავსი ბრენდებით. ამგვარად, რას მოიმოქმედებთ იმისთვის, რომ კონკურენტების ფონზე გამოირჩეოდეთ? როგორ უნდა მოახდინოთ ზეგავლენა პოტენციურ მომხმარებელზე, რომელიც სწორედ თქვენს სექციაში უნდა მოვიდეს, და არა სხვასთან?
არომატის ინტეგრირებას თქვენს სივრცეში მომავალი მომხმარებლების თქვენი პროდუქციისკენ მოზიდვა შეუძლია. მომხმარებელმა უნდა შეძლოს თქვენი კომპანიის პოვნა კონკურენტებით გადაჭედილ სავაჭრო სივრცეში. ის თქვენმა საგამოფენო სტენდმა უნდა მიიზიდოს. თქვენს სექციაში მოხვედრისთანავე მას დადებითი და ამაღელვებელი შთაბეჭდილებები სჭირდება, რომელშიც ის მთლიანად ჩაებმება. საგამოფენო დარბაზის თქვენს სივრცეში დახვეწილი და გამორჩეული არომატის გამოყენება მომხმარებელს კომფორტისა და სიმშვიდისკენ უბიძგებს, რის შედეგადაც ის უფრო მეტ დროს გაატარებს თქვენი პროდუქტის დათვალიერებაში, ამგვარად, გაყიდვის შანსიც გაიზრდება.
Air Aroma-ს 20 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც მცირე სავაჭრო სივრცეების, ისე უდიდესი საგამოფენო დარბაზების არომატიზაციის სფეროში. ის ქმნის უნიკალურ ყნოსვით ლოგოებს ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Nissan და Carnival Cruises. ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ არომატები, რომელიც თქვენი ბრენდის ხმას მომხმარებლამდე მიიტანს. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ და მოემზადოთ მომავალი გამოფენა-გაყიდვისთვის დაგვიკავშირდით დღეს.